კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
სამშობლოს აღმნიშვნელი სიტყვები მეგრულ ენაში
მეგრულ ენაში დაბადების ადგილის აღსანიშნად გამოიყენება სამი სხვადასხვა სიტყვა, თუ დავუკვირდებით გადატანითი მნიშვნელობით სამივე სამშობლოს ეთანაბრება, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობებსაც ითავსებენ. საინტერესოა, რომ სამივე სიტყვა უღრმეს შინაარს ატარებს, ორი მათგანი კი მისტიკური ბუნებისაა. სამშობლოს ცნების აღმნიშვნელი სიტყვებია ოდაბადე, შურობუმუ და თარგუდა ან ტარგუდა. ამ სიტყვებში ადამიანის საცხოვრისის ადგილი სამ შრეს შეადგენს მიწიერს, სიმშვიდის ადგილს და მიღმიერს და სულების მთავარ საცხოვრისს.

Print