კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
მგლის როლი მეგრულ იდიომებსა და გამოთქმებში
გადაცემეაში შევეხებით საკმაოდ ავ მაგრამ საინტერესო ცხოველის მგლის ხვედრით წილს მეგრულ იდიომებში. მანამდე ორიოდე სიტყვიტ მიმოვიხილავთ რამდენიმე მოსაზრებას.რაც უშუალოდ ამ საკითხს უკავშირდება. ეგერი ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი.

მარი ბროსე წერს: "ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”. 4. გერი – მგლის ტოტემური სახელი ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი. ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი). საკითხის უფრო განვრცობაც შეიძლება,მაგრამ ამჟამად აქ შევჩერდეთ და უშუალოთ ჩვენ თემას მივუბრუნდეთ.

ქრისტიანულ სახისმეტყველებაში მგელი წმინდა გიორგის ძაღლადაც იხსენიება. საფუძველს მოკლებული არ იქნება რომ ოსური თუთირი მეგრულ თუთასთან დავაკავშიროთ.

ქრისტიანულ ასპექტში სრულიად გარკვევით ჩანს, რომ მთვარის ღვთაების ადგილს წმინდა გიორგი იკავებს.


Print