კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გეომეტრიული ნიშნები და ბორჯღალის ეტიმოლოგია (პირველი ნაწილი)
საქართველოში ბორჯღალი გვხვდება სხვადასხვა ადგილას, კოლხური კულტურის ნიმუშებზე. კერძოდ, კოლხეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი. სვასტიკის ნიმუშები აღმოჩენილია თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება. ეს აღმოჩენები, გვარაუდებინებს, რომ ის ქართველთა, ძველ კოლხ იბერთა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდა.

ის გვხვდებოდა ასევე საკულტო ნაგებობებზე, სახლის დედაბოძზე, საინტერესოა ასევე, ლაზური ორნამენტები, სადაც ამავე ნიშანს ხშირად შევხვდებით. ბორჯღალი საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმა იყო და ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ლოგოგრამა.

Print