კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
მეგრული ფოლკლორის ოჩოკოჩი

მეგრულ გადმოცემებსა და ზღაპრებში განსაკუთრებული ადგილი უკავია მამარობითი სქესის საზარელ არსებას ოჩოკოჩს. რომელიც დაბურულ ტყეში ცხოვრობს.

ოჩოკოჩი ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ ის არის ტანად დიდი, ბანჯგვლიანი და დაკუნთული არსება. დამახასიათებელია მისთვის ვეება ტორსი. თავზე  ქუდივით წამოცმული აქვს თხის ბეწვისნაირი თმა. ხელში უჭირავს დიდი ცული. ის  ბურტყუნებს, ან საზარლად  ღრიალებს,  წკმუტუნებს ან იცინის.

 

Print