კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
წყარიშ დიდა - წყლის დედა
მეგრულ მითებსა და თქმულებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წყარიშ დიდას ანუ წყლის დედას. ეს დაახლოებით უდრის მეფე წყლებისა. თუ უფრო შორს გავწევთ თვალთახედვის ჰორიზონტს ახლოს დგას ბერძნული მითოლოგიის ნიმფასთან.

მეგრული მითების დემონურ არსებას წყარიშ დიდას გამოჩენა უყვარს, როცა მთვარიანი საღამო დგება, ცა ვარსკვლავებით დაიხუნძლება. ასეთ დროს წყლიდან მკაფიოდ გამოკრთის ულამაზესი ქალის სახე. ის მდინარის შუაგულში პირაღმაა ჩაწოლილი და როდესაც ცხენოსანი მგზავრი გაივლის მის სიახლოვეს აღვირში ხელს ავლებს და თავისკენ, წყლის სიღრმეში ჩაითრევს.


Print