კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
აკვნის სახეები და მასთან დაკავშირებული ტრადიციები
აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი), ჩვილის საწოლი. ძველთაგან გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში. აკვანი არის სარწევი ან საქანებელი. სარწევ ს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა ე.წ. ხოჭიჭი — საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა.

საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს. ჰიგიენურ შიბაქს მეგრულად კალამი ეწოდება.


Print