კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
პატარძლის წყალზე გაყვანის რიტუალი
მოჭყუდუშ წყარშა ალაყონაფა ანუ პატარძლის წყალზე გაყვანა უკავშირდება და ზედმიწევნით ასახავს ნაყოფირებისა და სიცოცხლის კულტს. ეს რიტუალი თავისი არსით რელიგიურობისგან შორს არ დგას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცნობილია რომ პატარძალს წყალში აგორავებდნენ ანუ წყლით განბანვა ხდებოდა. სამეგრელოს მაგალითზე წყალში შთაფვლას ვერ ვხვდებით, მაგრამ პატარძლისთვის წყლის პკურების რიტუალი აღწერილია, რაც თავისთავად უკავშირდებოდა ნაყოფირებას.

Print