კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
რამდენიმე იდიომის განსამრტავად
მეგრულ ენაში დალექილია უამრავი ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ხშირად ყურადღეაბს არ ვაქცევთ. ის ლექსიკურ სიღრმეშია ჩაკარგული ან იდიომების სახით არსებობს ხალხის ფსიქიკაში. ერთ-ერთი ასეთი გამოთქმა არის მოიჭვატუნქ. ამ სიტყვას ხშირად მეგრელები იყენებენ ისეთი საქმის გამო, რომლის გაკეთებაც მათ არ უნდათ. ანუ შეიძლება ის შესრულდეს, მაგრამ მთქმელი შეგნებულად მას არ აღასრულებს. ამ გამოთქმაში ჩანს, რომ მთქმელი მას არ გააკეთებს და ამას ყველაფერს ერთგვარი ნიშნისმოგებითაც შვრება.


Print