კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ისინდი
საქართველო და განსაკუთრებით უძველესი კოლხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით ცხენებისადმი. კაპადოკიაც სადაც ჩვენი მოდგმის ხალხი ცხოვროდა.ლამაზი ცხენების სამშობლოდ იწოდებოდა. ეს ცხოველი იყო როგორც სოფლის მეურნეობის, მიმოსვლის, ასევე დამხმარე საშუალება ყოველდღიურ სამუშაოებში და ასევე ერთგული მეგობარი ბრძოლის ველზე.

დღეს ჩვენ მისი საბრძოლო თვისებები არ გვაინტერესებს ამიტომაც შევეხებით მხოლოდ საჯირითო თვისებებს, რაც სათამაშოთ ანუ საასპარეზოდ იყო მიზანშეწონილი. ცხენს არა მარტო უვლიდნენ და ზრდიდნენ არამედ წვრთნიდნენ საბრძოლო გარემოებებსთვის.

ერთ–ერთი ყველაზე გავრცველებული საომარი მომზადება იყო სხვადასხვაგვარი საცხენოსნო თამაშები, ხშირად ხდებოდა საბრძოლო სიტუაციების წაბაძვა. არც ერთი სახალხო ზეიმი ან დღესასწაული არ ტარდებოდა საცხენო თამაშების გარეშე. ასპარეზობებში იღებდნენ მონაწილეობას როგორც ასაკში შესული მამაკაცები ასევე ახალგაზრდა ვაჟები.
Print