კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
თქმულება ორმოც მოწამეზე
ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია მდებარეობს ნოქალაქევის უძველესი ციხე-სიმაგრის ტერიტორიზე. როგორც ისტორიიდან ვიცით, ეს ადგილები მუდმივი ბრძოლისა და შეხლა-შემოხლის ადგილი იყო. აქ წყდებოდა იმდროინდელი ეგრისის ბედი და არამარტო მისი. აქ თავს აფარებდნენ აღმოსავლეთიდან მტერების მიერ დევნილი ქართლის სამეფოს წარმომადგენლები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული მისია ეკისრია.

თქმულების თანახმად ერთხელაც ასეთი შემოსევის დროს, როდესაც ციხე-ქალაქში მეფე არ იმყოფებოდა და მხოლოდ ქალაქის დაცვა დარაჯებზე იყო მინდებული ამ შემთხვევის მთელ კოლიზიას გადმოგვცემს ეს მეგრული თქმულება.

როგორც თქმულებაში ჩანს, მტერმა ალყის შემორტყმის მიუხედავად ვერ აიღო ციხე-ქალაქი და იძულებული შეიქნა უკან გაბრუნებულიყო, მაგრამ ვიღაც მოღალატეს უკან გაბრუნებული მტერი ისევ შეუგულიანებია იმ საბაბით, რომ ქალაქში მეფე არ იმყოფებოდა, რაც მტრისთვის უცნობი ყოფილა.


Print