კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ალერტი - ბნელეთის ღმერთი
სამეგრელოში განასაკუთრებული მოწიწებით და პატივით აღნიშანვდნენ ალერტის დღეს. ალერტი ან სხვა ვარიაციით ალარტი წარმოადგენდა ბნელეთის, ქვესკნელის ღმერთს, რომელსაც ჰქონდა გამანედლებელი, სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა.

ალერტს ხშირად მეგრელები იყენებდნენ ასევე ქვესკნელის აღსანიშნავად.

დღევანდელი ზუგდიდის სოფლებში კორცხელსა და ნაცატუს მიჯნაზე არის მთაგორიანი ადგილი, რომლის შიგნით გვხვდება გომოქვაბული. ამ გმოქვაბულს მეგრელები ორკინეს - საჭიდაოს ეძახდნენ. აქ უძველესი გადმოცემების თანახმად ცხოვრობდა უშველებელი უწმინდური არსება, რომელიც ზოგან დევის სახით იხსენიება. სწორედ ამ უწმინდური არსების დასახსნელად მფარველობა შესთხოვეს სოფლის მცხოვრებმა ალერტს ქვესკნელის გამგებელს, რომელმაც შეისმინა ხალხის ვედრება და გამოქვაბულიდან გამოაძევა უწმინდური არსება.

Print