კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ფიქრები მეგრულ პოეზიაზე
დღეს მეგრულ პოეზიაში შემქნელზე მეტად აღმქმელის პრობლემა უფრო დგას. როდესაც პოეზია ვითარდება, ის გადის, რამდენიმე ეტაპს. ამ სვლისას, მისი დონე, ხან მაღლა აიწევს, ხანაც დაბლა დაიწევს. დანიელ ფიფიადან მოყოლებული, მეგრული პოეზია ვითარდება. ახალი რიტმი, ახალი სახეები იბადება, რაც პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ არის ერთი უმთავრესი რამ, ახალმა თაობამ, (აქ ჩემ თავსაც მოვიაზრებ), საბოლოოდ უნდა თქვას თავისი სიტყვა.

მეგრულ პოეზიაში უნდა შემოვიდეს ქალაქური რიტმი, უნდა აისახოს ურბანიზაცია. ძველი თაობის წარმომადგენლებს ეს არ უნდა მოვთხოვოთ, ეს ჩვენი გასაკეთებელია. ფაქტია, რომ ფოლკლორის ჩარჩოებიდან ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავდივართ. ხალხის დაკვეთა და ინტერესი მუდმივად ნაცნობი თემები, ნაცნობი სახეები იქნება.
Print