კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ძაბრა
ძვაბრა ტყის ავი სული; გაბურძგნული, გაჩეჩილი, ბანჯგვლიანი, ველური, ხრონცი; ლაზარობის რიტუალის მეგრული ვარიანტის პერსონაჟი, რომელსაც კარდაკარ დაატარებენ წვიმისა და ცვარნამისათვის ლოცვაში და წყალს ასხამენ, ბოლოს კი სულაც ღელეში აგდებენ მლოცველები, იგივეა, რაც იმერული გონჯა, გონჯაი; მუხანათი, ბოროტი სული.

(ალიო ქობალია, მეგრული ლექსიკონი)
Print