კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
კაპუნია
უძველეს სამეგრელოში,პრე ისტორილ პერიოდში მაშინ როდესაც არ არსებობდა ქრისტიანული სწავლება. ძველი მეგრელები, კოლხებიც კერპთაყვანისმცემლები ყოფილან და როგორც ლეგენდაშია გადმოცემული, თავიანთი სათაყვანებელი კერპი ჰქონიათ, რომელიც მდგარა დიდი ჭყონთან, სადაც შემდეგ ქრისტიანული ტაძარი - მარტვილის მონასტერი აღიმართა. ეს ყოფილა თუჯის დიდი კერპი ხახადაფჩენილი და ხელებმოღერებული კაცის სახება ჰქონდა და კაპუნია, რქმევია. ეს სახელი ორი ან სამი ვარიანტით არის გავრცელებული.

კაპუნია რკაპუნია და ყვაპუნია. უფრო ხშირად გვხვდება კაპუნია,ამიტომაც ჩვენ ამ ფორმით მოვიხსენიებთ მას. კაპუნიას ყოველწლიურად დანიშნულ დროს ხახაში ატენიდნენ მსხვერპლს - როგორი საზარელი მოსასმენიც ეს არ იყოს, საუბარია ცოცხალ ბავშვზე, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ უცოდველ არსებას.


Print