კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
მესეფი ანუ ზღვის კაცი
მეგრელებს ჰყავთ ერთი ლეგენდარული ღვთაება ,,მესეფი“. მეგრული მესეფი დარიანობის ღვთაებაა. მესეფი ზღვაში ცხოვრობს, იგი ყოველ 23 აპრილს(ძვ, სტ) ღამით ზღვიდან ხმელეთზე ამოდის. თუკი მესეფი ზღვიდან ქოლგით ამოვიდა, ის წელიწადი მზიანი და დარიანი ესეიგი მოსავლიანი იქნება. თუკი მესეფი ზღვიდან ნაბდით ამოვიდა, ის წელიწადი წვიმიანი და მოუსავლიანი იქნება.


Print