კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
ლანდშაფტური ტერმინები
მეგრულ ენიდან შესული ლანდშაფტური ტერმინები მრავალ შემთხვევაში გვხვდება ტოპონიმადაც სემანტიკური ტოპონიმიზაციის გზით. ძირითადად გამოყოფილია ის მეგრული სიტყვები, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს იმ ფაქტს, რომ უძველეს წარსულში დღევანდელი მთელი დასავლეთ საქართველო ზანური ენის ანუ იმავე კოლხურ ენაზე მოლაპარაკე ხალხებით დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენდა. დღევანდელ მეგრულ ენაში არის ისეთი ტერმინებიც, რომლებიც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ფართოდაა გავრცელებული.

Print