კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
მეგრული ჩაცმულობა
მეგრული ჩაცმულობის აღსანიშნავად მდიდარი ტერმინოლოგია გვაქვს. ზოგადი ტერმინია ბარგი, რომელიც ყველაფერს აღნიშნავს, რაც ადამიანს აცვია და ახურავს. ბარგი მოიცავს, როგორც`მუკაქუნალს, მუკოქვენჯს, გინაქვენჯს, გინაქუნალს, გიორთუმალარს, მადვალარს, ჩამოთვლილთაგან მუკაქუნალში შედის ის, რაც ჩასაცმელია, გინაქუნალში რასაც მკლავი არ გაეყრება. დანარჩენი ერთი თავსაუბურავია და მეორე ფეხსაცმელი. ანსხვავებენ საგარეო და საშინაო აგრეთვე საგვირგვინო და სამგლოვიარო ტანსაცმელს.
Print