კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
თევზების მეგრული სახელწოდებები
მეგრულად თევზს ჩხომი ჰქვია. ასევე არის მისი ვარიაციული ფორმა, რომელიც ჩხუმის ფორმით გვხვდება დაახლოებით ისე,როგორც ეს გვაქვს ჩხოუსა და ჩხუს დროს. მეგრული თევზის ამგვარი დასახელება საფუძვლად დაედო ქართული კუთხის კერძოდ ლეჩხუმის სახელწოდებას. რაც სათევზაო ადგილს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელის სხვა ვარიანტებიც არსებობს, და სვანური ვერსიებიც ხშირად გვხვდება, ლეჩხუმის მეგრული ჩხუმისგან მომდინარეობა ყველაზე უფრო სარწმუნოდ და მყარადაც გამოიყურება.

თევზები დასახელებულნი არიან თვალის ფერის მიხედვითაც შვთვალა თევზები და წითელთვალება თევზები, შესაბამისად ასეთებს მეგრულად ჰქვიათ ჭითა თოლამ დო უჩა თოლამ ჩხომეფი.

Print