ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
არქეოლოგიური მიგნებები და ფოლკლორული მასალა მოწმობს, რომ გარდაცვლილის სულის გადასვენება ამქვეყნიდან იმქვეყნად რთული და სიმბოლური რიტუალებით სრულდებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, რომელსაც "შურიშხა" ეწოდებოდა ანუ "სულის დღე", ნათლად ასახავდა ამ სარწმუნოებას. რწმენის მიხედვით, სახლიდან შორს დაღუპულის სული ხშირად იკარგებოდა და მის გამოსახსნელად ახლობლები ცეკვით, სიმღერითა და სიმბოლური ქმედებებით ცდილობდნენ მის სახლში დაბრუნებას. სული შეიძლება შეჰფარებოდა ტიკს, გაჰყოლოდა ძაფს ან ცხენს მისჯდომოდა. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რიტუალებზე, სულის სახლში მიყვანის წესებზე , იმ ღრმა და მძლავრ რწმენაზე, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ სიკვდილის შემდეგ არსებობაზე.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები