რაკურსი
ნატოს სამიტი - ახალი სტრატეგიული კონცეფცია - მწვანე შუქი თურქეთისგან და ჩანაწერები საქართველოსთვის
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 28-29 ივნისს მადრიდში NATO-ს ლიდერთა სამიტი გაიმართა, მანამდე კი ნატოში განაცხადეს, რომ ეს იქნებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი ბოლო წლებში, მას ტრანსფორმაციული, ისტორიული უწოდეს და დაანონსდა, რომ ლიდერები შეათანხმებენ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას.

რა შედეგებით დასრულდა სამიტი, რა ნიშნავს ახალი მიდგომა, რა იყო მთავარი გამოწვევა, რას ნიშნავს ნატოს გაფართოება, რა გარანტიები მიიღო თურქეთმა ფინეთისა და შვედეთისგან, რა ჩანაწერი გაკეთდა დეკლარაციაში საქართველოს შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ევროატლანტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, - ამ თემებზე საუბრობს გადაცემის სტუმარი, ანალიტიკოსი - ზურაბ ბატიაშვილი.
Print