რაკურსი
პელოსის ვიზიტი ტაივანში - ჩინეთი და აშშ - რეაქციები და პროგნოზები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ვიზიტმა გაზარდა დაძაბულობა რეგიონში. ამას წინ უძღოდა პეკინის გაფრთხილება, რომ ეს არის „ცეცხლთან თამაში“, თუმცა სპიკერი კონგრესის დელეგაციასთან ერთად მაინც ჩავიდა 2 აგვისტოს ტაიბეიში და ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

როგორ შეაფასეს პელოსის ვიზიტი პეკინისა და ტაიბეიში, რატომ არის ჩინეთის რიტორიკა ასეთი ხისტი და რისი დემონსტრირება სურდა აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირს, შემოიფარგლება თუ არა ჩინეთი ტაივანისთვის დაწესებული წერტილოვანი ეკონომიკური სანქციებით, რა გამოწვევების წინაშე დგას რეგიონი, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, - ამ თემებზე ვსაუბრობთ გადაცემაში „რაკურსი“.

გადაცემის სტუმარია - ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პროფესორი - დავით აფციაური.


Print