თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
თხილის გაშრობისა და შენახვის ახალი შესაძლებლობები


გასულ კვირაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გაიხსნა. რაში დაიხმარება ის ფერმერებს? ვის შეუძლია ამ საწარმოს სიკეთეებით ისარგებლოს და რა დაუჯდება გლეხებს ერთი კილოგრამი თხილის გაშრობა და შენახვა? ამ თემაზე გადაცემის სტუმართან "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ვისაუბრებთ.




გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
Print