თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
ევროპული სტანდარტებით დამზადებული მეგრული ბურღულეული
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლაიტი“ ერთ-ერთია, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გამოყოფილი გრანტით დაფინანსდა. კოოპერტივის წევრები სიმინდის ბურღულისა და ფქვილის მწარმოებელ საწარმოში ევროპულ სტანდარტებს ნერგავენ. გარდა ამისა, „ლაიტი“ კოოპერატივების განვითარების სააგენტო მიერ გამოცხადებულ ბრენდირების პროგრამაში ჩაერთო, რათა პროდუქციის ხარისხის და მოცულობის გაზრდა შეძლოს.

რას გეგმავენ სამომავლოდ სიმინდის პროდუქციის მწარმოებლები და რა კომპონენტებს მოიცავს ბრენდირების პროგრამა, ამ თემებზე გადაცემაში საუბრობენ სტუდიის სტუმარი, კოოპერატივ „ლაიტის“ თავმჯდომარე - ომეხ ხარბედია და ს/მ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი - კონსტანტინე ხუცაიძე (სატელეფონო ჩართვა).

გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".


Print