თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
DCFTA -ს საინფორმაციო ცენტრი

გადაცემის თემა: DCFTA -ს საინფორმაციო ცენტრი - კერძო სექტორისა და პროფესიული განვითარებისთვის.


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში მოქმედებს DCFTA - ს საინფორმაციო ცენტრი. რა არის მისი მიზანი, რა ტიპის დახმარებას უწევს ადგილობრივ მეწარმეებს, მათ შორის, პროექტის ერთ - ერთ წარმატებულ ბენეფიციარს - „კივის მწარმოებელთა ასოციაციას“, ევროპული სტადნარტების დანერგვაში, ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები: საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, DCFTA საინფორმაციო ცენტრის (ზუგდიდის ოფისი) ექსპერტი - გიორგი დიდიშვილი, აიიპ „კივის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - დემურ ფიფია.


გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".

Print