თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
პარტნიორობა DCFTA – ს წარმატებულად განხორციელებისთვის
გადაცემის თემა: პარტნიორობა DCFTA – ს წარმატებულად განხორციელებისთვის.

როგორია საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობები, რა დახმერების გაწევა შეუძლიათ მათ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოებმა მიიღონ.

ეს თემები განიხილეს, ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სწორედ მათზე საუბრობენ გადაცემის პირველ ნაწილში, სტუდიის სტუმრები, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელი დირექტორი - რუსუდან ყალიჩავა და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი - ნათია დაღელიშვილი.

გადაცემის მოერე ნაწილში საუბრობენ: გვანცა კიკალიშვილი - სათემო ორგანიზაცია „თოლისკურის“ ხელმძღვანელი და გია გელაშვილი - „ხობინიუსის“ წარმომადგენელი, რომლებიც წარმოადგენენ, ხობის მინუციპალიტეტში ამოქემდებული რესურს მაგიდებს, რომლებიც ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდის“ ორგანიზებით მოეწყო.

გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა ფდა სოფლის განვითარების ალიანსი".
Print
თეგები: ფიფილ ინ ნიდ / DCFTA /