რეგიონში თხილის გაუმჯობესებული მოსავალი და საექსპორტო პოტენციალი
10:58 / 22.08.2019
რა მდგომარეობაა რეგიონში აზიური ფაროსანას და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, რამდენად გაიზარდა თხილის მოსავალი და გაუმჯობესდა მარცვლის ხარისხი, როგორია საექსპორტო მოლოდინები - ამ თემებზე საუბრობენ სტუდიის სტუმრები:
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი თოდუა, ფერმერი - გოჩა მესხი, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ლევან ქარდავა (სატელეფონო ჩართვა).
გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".
მასალის გამოყენების პირობები