თავისუფალი სივრცე - ახალი შესაძლებლობებისთვის
კენკროვანი კულტურების გაშენება სამეგრელოში - პერსპექტივები და საექსპორტო პოტენციალი
როგორ მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერი პროგრამა სამეგრელოში, რა შეიცვალა მისი ამოქმედებიდან დღემდე, რომელი კულტურები მოჰყავთ ფერმერებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რა მოლოდინები აქვთ მათ, როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები თანამედროვე სტანდარტების მცირე მეურნეობების მოსაწყობად - ამ თემებზე საუბრობენ სტუმრები: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის უფროსი - გიორგი ქვარაია, ფერმერი (პროგრამის ბენეფიციარი) - დავით ოყუჯავა.

გადაცემა მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად," რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ". პროექტის პარტნიორებია: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMС კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ათინათი, "ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება" და "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსი".
Print