გემრიელი ისტორიები
იტალიური პასტა და პანაკოტა ქეთევან წყაროზიასგან (ფოტო, ვიდეო)
"გემრიელი ისტორიების" მორიგი სტუმარია ექიმი ქეთევან წყაროზია. 



ინგრედიენტები პასტის მოსამზადებლად:


400 გრ. სპაგეტი
1 თავი ხახვი
300 გრ. პომიდორი
200 გრ. თინუსის ფილე საკუთარ წვენში
2 ს/კ სოიოს სოუსი
4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი
80 გრ. დაჭრილი უკურკო ზეთისხილი
300 გრამი ყველი (პარმეზანი)
2 ს/კ ბაზილიკი
მარილი და შაქარი გემოვნებით



მომზადების წესი:

სპაგეტი მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული წესით, გადაწურეთ და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ცალკე მოშუშეთ ნიორი და ხახვი. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, რამდენიმე კოვზი სოიოს სოუსი, ხმელი ბაზილიკი, მარილი და შაქარი.ბოლოს ჩაამატეთ თინუსის ფილე. სპაგეტი მოათავსეთ ღრმა ჯამზე, მოასხით სოუსი და ბოლოს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი (პარმეზანი).



პანაკოტა (იტალიური დესერტი):

500 მლ. ნაღები
280 გრ. შაქარი
200 მლ. რძე
2 ს/კ ვანილის შაქარი
2ს/კ ჟელატინი
50 გრ. წყალი
50 გრ. ჟოლო
1 ს/კ პიტნა



მომზადების წესი: 

ნაღები, 180 გრ, შაქარი, რძე და ვანილი მოათავსეთ ჯამში და დადგით ცეცხლზე. 2 ს/კ ჟელატინი წინასწარ გაალღვეთ 50 მლ. წყალში. შეათბეთ ნაღებიანი მასა და ჩაამატეთ გაფუებული ჟელატინი, ბოლოს კი ჩაამატეთ 1ს/კ ხმელი პიტნა. წამოადუღეთ და გადაანაწილეთ ფორმებში. შედგით მაცივარში 3-4 საათით.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: 50 მლ. წყლისა და 100 გრ შაქრისგან გააკეთეთ სიროფი, ჩაყარეთ ჟოლო და მოადუღეთ.

მზა პანაკოტა გამოიღეთ მაცივრიდან, ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან და მოსხით ჟოლოს ( ან ნებისმიერი სხვა ხილის) სოუსი, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!







Print