გემრიელი ისტორიები
საფირმო მენიუ ამერიკული ფეხბურთის გუნდისგან Western Bad Boys (ფოტო, ვიდეო)
რუბრიკის მორიგი სტუმრები: ამერიკული კლუბის Western Bad Boys წევრები - ირაკლი ბუკია, ავთანდილ ციკუტანია, გივი გელაშვილი და მურად ყოლბაია.







Fried Chicken - შემწვარი ქათამი (ამერიკულად)

ინგრედიენტები:


1 ქათამი, 3-4 კვერცხი, 1 ჭიქა რძე, ფქვილი, ზეთი 0.5-1 ლიტრი, სანელებლები გემოვნებით.



მომზადების წესი:

ქათამს ვჭრით ნაწილებად. კვერცხს და რძეს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ სანელებლებს. ღუმელზე ღრმა ჭურჭელში ვასხამთ ბლომად ზეთს, რომ ნაჭრები მთლიანად დაიფაროს და შეიბრაწოს. ქათმის დაჭრილ ნაწილებს ამოვავლებთ კვერცხის, რძის და სანელებლების ნაზავში და ამოვავლებთ ფქვილში. ვბრაწავთ შეწითლებამდე.



პროტეინის კოქტეილი

ინგრედიენტები : 200 გრამი ხაჭო, 200 გრამი რძე, 1 ბანანი, კივი და მარწყვი გემოვნებით , 1 სუფრის კოვზი თაფლი ან ნაყინი, ცოტა ყინული.



მომზადების წესი:

დავჭრათ ხილი, დავაბლენდეროთ რძესთან და ნაყინთან ან თაფლთან ერთად.

„ხილის შაურმა“

ინგრედიენტები:

ნებისმიერი სახეობის ხილი, შოკოლადის (ან სხვა სახეობის) იოგურტი, თხელი ლავაშის მზა ფირფიტები.



მომზადების წესი: ხილი დავჭრათ, ლავაშს გადავუსვათ იოგურტი, დავაწყოთ ზედ ხილი და გადავახვიოთ.




გემრიელად მიირთვით !

Print