გემრიელი ისტორიები
კოლხური ტაბლა - ლობიო "ხარკალია"
ამჯერად, ლობიოს მომზადების სამეგრელოში გავრცელებულ რეცეპტს გავეცნოთ. დაგჭირდებათ:

600 გ წითელი ლობიო

50 გ ცოცხალი ქინძი

50 გ ოხრახუში

80 გ ხახვი

5 გ წითელი წიწაკა ან დაღერღილი წიწაკა

25 მლ ძმარი

200 გ ნიგოზი

50 გ ბროწეული

10 გ ნიორი

15 მლ მცენარეული ზეთი

10 გ ხმელი ქინძი

5 გ მარილი



მომზადების წესი:

ლობიო ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი. პირველი წამოდუღების შემდეგ წყალი გამოუცვალეთ. ხარშეთ დაახლოებით 3-4 საათი. ხარშვისას შესაძლოა წყლის დამატებაც დასჭირდეს. ლობიო რომ მოიხარშება, წყალი გადაუწურეთ და დარჩენილი მარცვლები გააცივეთ.

ლობიო რომ გაცივდება, დაუმატეთ გატარებული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ქინძი, წვრილად დაკეპილი ან დაღერღილი წითელი წიწაკა, ძმარი, ბროწეული, ალყად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, ზეთი, მარილი და კარგად ამოურიეთ.

მომზადებული ლობიო "ხარკალია" გადმოიტანეთ სუფრაზე გასატან ჭურჭელში და მჭადთან ერთად მიირთვით.


"გემრიელი ისტორიები" სამეგრელოს დანიშნულების მართვის ორგანიზაციისა და რადიო "ათინათის" თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნდება.


Print