გემრიელი ისტორიები
ყვალამ კვარი
ყველიანი კვერების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ცომისთვის:
500 გ ფქვილი (უმაღლესი ხარისხი)
5 გ მარილი
230 მლ წყალი

გულსართისთვის:
300 გ ჭყინტი ყველი
200 გ სულუგუნი
50 გ არაჟანი
მარილი გემოვნებით

კერძს შეგიძლიათ, საკაზმად დაამატოთ კარაქი და მაწონი გემოვნებით.


მომზადების წესი:

აურიეთ ფქვილი და მარილი, დაასხით ცივი წყალი და მოძილეთ რაც შეიძლება მაგარი ცომი. შეფუთეთ, რომ არ გამოშრეს და დაასვენეთ 30 წუთით. შემდეგ გადაზილეთ, ისევ შეფუთეთ და ისევ გააჩერეთ 15 წუთი. ეს პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ.

გადმოიღეთ ცომი დაფაზე და გააბრტყელეთ შუიდან ნაპირებისაკენ. უნდა მიიღოთ 5მმ სისქის ფირფიტა.

შემდეგ ამოჭერით მრგვალი ფორმის ნაჭრები, დაახლოებით 6-7 სმ დიამეტრის და კიდევ გააბრტყელეთ. სასურველია, მიიღოთ 1-2 მმ სისქის პატარა მრგვალი ფირფიტები. თითოეულ ფირფიტაზე დადეთ გულსართი, მოახვიეთ ქისისებურად. თვაი მოუკარით, მოაწყვიტეთ ყუნწი და ოდნავ გააბრტყელეთ.

გულსართი წინასწარ მოამზადეთ. ამისთვის გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში (მსხვილ ბადეში) გაატარეთ ჭყინტი ყველი და სულუგუნი, დაამატეთ არაჯანი, თუ საჭიროა, მარილი.

დიდი ზომის ფართო ქვაბში აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და ჩაყარეთ კვარები. ამოურიეთ ხის კოვზით, რათა ერთმანეთს არ შეეწებოს. ხარშეთ 7-10 წუთი, ამოიღეთ ქაფქირით და ცხელივე მიიტანეთ სუფრასთან. მიირთვით კარაქთან და/ან მაწონთან ერთდ.

Print