გემრიელი ისტორიები
კუპატი
ინგრედიენტები:

400 გ ღორის შიგნეულობა (გული, ღვიძლი, თირკმელი და ფილტვი- სურვილისამებრ)
15 გ ნიორი
7 გ ხმელი ქინძი
7 გ ხმელი ქონდარი
35 გ კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები
5გ უცხო სუნელი
15 გ კუპატის სუნელი
1 ან 1,5 მეტრი ორის ნაწლავი
სიმინდის ფქვილი ნაწლავის გასარეცხად
მარილი და ზეთი გემოვნებით


მომზადების წესი:

ნაწლავი კარგად გარეცხეთ წყლით, შემდეგ გახეხეთ სიმინდის ფქვილით დაისევ წყალი გადაავლეთ.~წვრილად დაკეპეთ ღორის შიგნეულობა, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, დაფქული ხმელი ქინძი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, მეგრული აჯიკა და კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები.

ნაწლავს გაუკეთეთ ძაბრი და ისე გატენეთ გულსართით, რომ ბევრი ჰაერი არ შეყვეს. ბოლოს კუპატს თავი მოუკარით. სასურველია ერთი დღით ნაცივარში გააჩეროთ შიგნეულობისათვის არომატის გასაჩენად.

კუპატი ნემსით დაჩხვლიტეთ და შეწვით ცხიმში ტაფაზე ორივე მხრიდან და გამოაცხვეთ კეცით ღუმელში 35 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.

Print