გემრიელი ისტორიები
ხარჩო
იგრედიენტები:

1.2 კგ საქონლის სუკი(ან 1.5 კგ ქათამი)
300 გ ნიგოზი 10 გ ხმელი ქინძი
10გ ყვითელი ყვავილი
10გ უცხო სუნელი
10გ წითელი წიწაკა დაფრქვილი
80 გ ხახვი
15 გ ნიორი
10 გ მარილი
250 გ პომიდორი
20 გ ქინძი
35 გ მჭადის ფქვილი
2 ლ წყალი
600 მლ ხორცის ნახაში
40 გ კარაქი

მომზადების წესი:

წვრილად დაჭერით ხახვი. დაბალ ცეცხლზე მოათავსეთ სქელძირიანი ქვაბი და საშუალოდ გაახურეთ. ქვაბში კარაქთან ერთად მოთუშეთ ხახვი. რამდენიმე წუთში დაამატეთ გატარებული პომიდორი. წინასწარ მოხარშეთ პატარა ზომის კუბებად დაჭრილი ხორცი(ან საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ქათამი) ხარშვის პროცსში მოქაფეთ.

ცალკე მოამზადეთ ფაფისებური მასა ნიგვზით. ჯერ აიღეთ მჭადის ფქვილი და მოხალეთ ტაფაზე დაბალ ცეცხლზე. მოხალვის შემდეგ გადმოიტანეთ თასში. შემდეგ თასში ჩაყარეთ კარგად დანაყული ან გატარებული ნიგოზი. დაამატეთ ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, დაწყლეტილი ნიორი. მიღებულ მასას დაასხით ხორცის ნახარში( დაახლოები 600 მლ), კარგად ამოურიეთ, გასინჯეთ და დაამატეთ მარილი გემოვნებით.

ხორცის მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ ნახარში წყალი (რომელსაც გამოიყენებთ საკმაზისთვის), თუმცა ბოლომდე არა, უნდა დატოვოთ მცირე ოდენობა. შემდეგ ცეცხლზე მდგარ ხორციან ქვაბში ჩაამატეთ ნიგვზის და სუნელების მასა, მოთუშული ხახვი პომიდვრით. კარგად ამოურიეთ ხარჩოს, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

მომზადების შემდეგ ცხელი ხარჩო მოათავსეთ სუფრაზე გასატან ჭურჭელში. მიირთვით ღომთან და ელარჯთან ერთად.

Print