საზოგადოება
„თიბისი“ და საქართველოს ბანკები მომხმარებლებს სესხებს გადაუვადებენ
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო „თი ბი სი“ და „საქართველოს  ბანკი" მომხმარებლებს სესხების გადახდას გადაუვადებენ. ამის შესახებ განცხადება თავად ბანკებმა გაავრცელეს. ამავე ცნობით, დეტალურ ინფორმაციას  მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.  ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით „თი ბი სი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს სესხების შეტანაზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას“ - ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.

სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დააწესა „საქართველოს ბანკმაც“.

"საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი. ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი. თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444",- ამბობენ „საქართველოს ბანკში“.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 25-მდე გაიზარდა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ "მშვიდობისა და განვითარების აკადემიის" აღმასრულებელ დირექტორს მაკა სართანიას COVID19 -ის პანდემიის პერიოდში მერიის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის,
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 614 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმპტომი, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე - ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანია დაინფიცირებული.
მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიაში ისაუბრა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.