ახალი ამბები
ზუგდიდის მშენებარე ტაძარში წირვაზე მრევლი დისტანციას იცავს
ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის მიმდინარეობისას მრევლი ერთმანეთთან გარკვეულ დისტანციას იცავს. ლოცვა 9 საათზე დაიწყო და მას 50 -ზე მეტი ადამიანი ესწრება.

საკვირაო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ატარებს. 
ლოცვის დაწყებამდე ტაძარში არსებულ ხატებს სასულიერო პირებმა დეზინფექცია ჩაუტარეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, რაც მისივე თქმით, არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.