ახალი ამბები
მეუფე გერასიმე: პრემიერისა და პატრიარქის შეხვედრის შემდეგ ბევრ რამეს ნათელი მოეფინა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ საქართველოში საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერის მიერ დაანონსებული საკითხი, რომელიც 10 ადამიანზე მეტის შეკრებას ზღუდავს, ეკლესიას არ ეხება და შესაბამისი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა.  

"პრემიერის შემდეგ გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ბრძანა, რომ ეს საკითხი, 10 კაცის შეკრება, არ ეხება ეკლესიას. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს 10 ადამიანის ციფრი. თქვენ ხართ მგონი ჟურნალისტები 10, დავამატოთ მრევლი, პატრიარქის მსახურება. როგორ წარმოგიდგენიათ პატრიარქმა იმსახუროს მარტომ, ან სასულიერო პირმა მრევლის გარეშე?  შემდგომში როცა მოხდა უკვე საღამოს შეხვედრა პრემიერის და პატრიარქის, ძალიან ბევრს რამეს მოჰფინა ნათელი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მიტროპოლიტმა ასევე უპასუხა ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ეს წესი არ შეიცვლება.

"ზიარების შესახებ არანაირი წესი არ შეცვლილა. 15 ეკლესია არის მართლმადიდებლური, ამათგან მხოლოდ რუსეთში შეიტანეს ცვლილება. დანარჩენებს, მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს და სხვას არავის ზიარების წესში ცვლილება არ შეუტანია", - თქვა მეუფე გერასიმემ.

მან შეკრებილ მრევლს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეკლესია არამხოლოდ ახლა, არამედ სხვა დროსაც, მოუწოდებს მრევლს ავადმყოფობის შემთხვევაში მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებსა და ეკლესიას.

"ჩვენ არამხოლოდ დღეს მოუწოდებთ, არამედ ნებისმიერ დროს როცა კეთილდღეობა და მშვიდობაა. როცა ადამიანი ავად არის სიმპტომებით თავი უნდა შეიკავოს არამხოლოდ ეკლესიაში მოსვლისგან არამედ სამსახურში მისვლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისგან. დაცული უნდა იყოს ზომები და რეკომენდაციები, რომლებსაც სამინისტრო თითოეული ჩვენგანისთვის აწესებს. დავიცვათ ეს რეკომენდაციები, რომელიც თითოეული ჩვენგანის შესასრულებელია. ასევე დავიცვათ მცნებები, რომელსაც ეკლესია გვასწავლის. ვილოცოთ რომ უფალმა მშვიდობა დაამყაროს სამყაროში და სულიერი სიყვარულით შეხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - აღნიშნა მან.  

დღეს დილიდან ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვის მიმდინარეობისას მრევლი ერთმანეთთან გარკვეულ დისტანციას იცავდა. 

ლოცვის დაწყებამდე ტაძარში არსებულ ხატებს სასულიერო პირებმა დეზინფექცია ჩაუტარეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. თუმცა მოგვიანებით, პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, რაც მისივე თქმით, არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 24 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.