ახალი ამბები
სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორი კვირის განმავლობაში დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები.

აფხაზეთში შესვლა ეკრძალება "უცხოეთის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას".

ასევე, ამ პერიოდში შეჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოქმედება, საზოგადოებრივი (შიდასაქალაქო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა), ტაქსის გარდა.

ამავე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა "აფხაზურ - რუსულ" საზღვართან განთავსებულ საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან 24 - საათიანი მორიგეობის დაწესება.

"ჯანდაცვის სამინისტროს" დაევალა მოსახლეობას მიაწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, იგეგმება სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ასევე სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებსა, და ლაბორატორიებზე.

საჯარო სამსახურებს, საწარმოებს და ორგანიზაციებს მიეცემათ რეკომენდაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.

გარდა ამისა, 7 აპრილამდე გაგრძელდება არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

სავაჭრო ორგანიზაციებს "მთავრობა" მოუწოდებს არ დაუშვან ფასების ზრდა კვების და საბავშვო პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, სამედიცინო აღჭურვილობაზე, სადეზინფექციო და პირადი ჰიგიენის საშუალებებზე. "ფინანსთა სამინისტროს" დაევალა მოიძიოს თანხები რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ღონისძიებების გასატარებლად.

22 მარტის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  თუმცა, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, რადგან, მისი თქმით,  22 მარტს გამართულ "საპრეზიდენტო" არჩევნებზე ვერ უზრუნველყვეს კორონავირუსის პრევენციის ზომების გატარება, წერს ადგილობრივი მედია.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
29 ივლისს, ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, "ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ოფიციალურად გაიხსნება.
კორონავირუსი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 259 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
აფხაზეთიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი მედიკოსია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ უთხრა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გამოკვლეულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.