ახალი ამბები
"აქ დაელოდე რიგს" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მომსახურების სექტორს, აფთიაქებს და ბანკებს
ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურების სექტორს ბანკებს, აფთიაქებს და სავაჭრო ობიექტებს სთხოვს, ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენოს სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით "აქ დაელოდე რიგს" ან "მოიცადეთ აქ! დაიცავით დისტანცია").

გარდა ამისა, დამსაქმებელმა უნდა შეზღუდოს მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, ან ისინი მხოლოდ განსაზღვრულ სამუშაო არეალში დაუშვას.

დააწესოს კონტროლი და შეიმუშავოს შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე; სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით დაამონტაჟოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლები უზრუნველყოს სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი რესპირატორით;

მომსახურების სექტორისთვის განკუთვნილ რეკომენდაციები შემდეგია:

"პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს:

70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე -ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

ამ დროისათვის, 73 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ქართული ავიაციის 28-ე წლისთავს ეხმიანება
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრები გამართა
კორონავირუსი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 195 პირს ჩაუტარდა. კვლევის შედეგად ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 649 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის 6-ს Covid-19 დაუდგინდა.
დღევანდელი მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 187 პირს ჩაუტარდა. კვლევის შედეგად ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.