ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში გალის რაიონიდან შეყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ გალის რაიონიდან გადაყვანილ 50 წლის ქალს  COVID – 19 დაუდასტურდა. პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან ცოტა ხნის წინ მოვიდა.  სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი სოფელ საბერიოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს, ხოლო მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ეს უკვე მეორე დადასტურებული შემთხვევაა ზუგდიდში. ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.

კიდევ ერთი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდგინდა, 67 წლის მამაკაცია, რომელიც ასევე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების თქმით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, ინფექციურში დღეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას ხველებისა და ცხელების სიმპტომები აქვს. საჭიროების შემთხვევაში მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე https://stopcov.ge/ ვრცელდება. ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი. 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ქართული ოცნების" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
დღეს, 25 ოქტომბერს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობას აქტიურად განაგრძოს.
კორონავირუსი
რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშიდან 93 -ზე დადებითი პასუხია.
საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 371 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 117-ს კორონავირუსი დაუდასტურდა,
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.