ახალი ამბები
დარჩელში წირვა ეკლესიის ეზოში მოწყობილი ფანჩატურის ქვეშ ჩატარდა
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვისას მრევლი და სტიქაროსნები გარეთ, სახელდახელოდ აგებულ ფანჩატურში იმყოფებოდნენ. ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა კონსტანტინე ხვიჩიამ წირვა-ლოცვა ეკლესიის შესასვლელთან აღასრულა. სასულიერო პირის თქმით, მათ ამით მედიკოსების რეკომენდაციები დაიცვეს და მომავალშიც ასე აპირებენ გაგრძელებას. მისივე ინფორმაციით, ეკლესიის გარეთ ჰქონდათ გატანილი, როგორც ხატები, ასევე სასანთლეები.

"მოსახლეობა დაგვეხმარა ამ ფანჩატურის გაკეთებაში. მრევლი უსაფრთხოდ იყო, დისტანციის დაცვით ვიდექით ერთმანეთთან. რაც შეეხება, ზიარებას, ეს საიდუმლო ერთი კოვზით სრულდება, როგორც ეს წესია. ჩვენ ხანდაზმულ მოსახლეობას მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ასევე მივმართავ მშობლებს ბავშვები არ ატარონ," - აღნიშნა მამა კოსტანტინე ხვიჩიამ. ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა. პატრიარქიის კურთხევაა, რომ "კომენდანტის საათის" გათვალისწინებით, ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის. ამასთან, აუცილებელია ტაძრებში 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოპოზიცური პარტიის წევრს ანა წითლიძეს
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა,
გადეცემის თემა -  COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში.
კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შიდა ავიამიმოსვლა აღდგება. ფრენების განახლება 15 ივნისიდან იგეგმება.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის  44 პირი იმყოფება, თვითიზოლაციის პერიოდს კი რეგიონის მასშტაბით 34 პირი გადის.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 57 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება,
საზოგადოება
2020 წლის 25, 29 და 30 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.