ახალი ამბები
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
ზუგდიდის საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შემოყვანილი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი ანაკლიაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზირება კი ცხელების გამო წუხელ, გვიან ღამით გახდა საჭირო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მამაკაცს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი. მისივე თქმით, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში წევს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები აქვს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინფორმაციით წუხელ შეყვანილი პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ისევ საკარანტინე ზონაში დააბრუნეს.

"შუახანს გადაცილებული მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ანაკლიის საკარანტინე სივრციდან, თანმხლები ქრონიკული პათოლოგიის გამო, რადგან პაციენტი წარმოადგენდა მაღალი რისკის ჯგუფს. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით აღებულ იქნა ცხვირ- ხახიდან ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ბოქსირებულ პალატაში მას გაეწია შესაბამისი დახმარება რის შემდეგაც კვლავ გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შემოყვანილ იქნა შუახნის მამაკაცი, ცხელების და ხველის რამოდენიმე დღიანი ანამნეზით, რენტგენოლოგიური კვლევით აღინიშნა მარჯვენამხრივი პნევმონია. ავადმყოფი მოთავსდა ბოქსირებულ პალატაში და აღებულ იქნა ცხვირ-ხახის ნაცხი SARS-COV 2 ზე", - განმარტავენ საავადმყოფოში.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 196 ადამიანი მკურნალობს, მათგან 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე  16 267 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით 22 იანვარს აფხაზეთში 451 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 112-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით:
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.