ახალი ამბები
აკრძალვის მიუხედავად ზუგდიდში მოქალაქეებს სასაფლაოებზე უშვებენ 
ზუგდიდში, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე მოქალაქეებმა შესვლა მაინც შეძლეს. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ნებართვით შევიდნენ.

"პოლიციას ვკითხე, თუ შეიძლებოდა სასაფლაოზე შესვლა, მითხრა შედი, პრობლემა არ არისო. მისი ნებართვის შემდეგ მე და ჩემი ბიძაშვილი შევედით ბებიას სასაფლაოზე, სანთლები დავანთეთ და გამოვედით. იყო სულ რამდენიმე ადამიანი სასაფლაოებზე", - გვითხრა მან.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, მან სასაფლაოზე მას შემდეგ გადაწყვიტა წასვლა, რაც მეზობლისგან გაიგო, რომ ეს შესაძლებელია.

"შვილები ჰყავს გარდაცვლილი და სულ დადის. მითხრა თითო-თითოდ უშვებენო და მეც მოვედი. სანთელი დავანთე და უკან გამოვბრუნდი", - ამბობს ის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილია და ვითარებას პოლიციელები აკონტროლებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

"რეგიონში არსებული სასაფლაოები დაკეტილია. სასაფლაოებთან მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე შინაგანი ჯარის წარმომადგენლები. სოფლებში აკონტროლებენ უბნის ინსპექტორები. არ გამოვლენილა სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი. მინდა საზოგადოებას, მოქალაქეებს მადლობა გადავუხადო მაღალი თვითშეგნებისთვის", - თქვა ვიბლიანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით სასაფლაოები 2 დღის წინ 10 დღით დაიკეტა. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევისთვის მოქალაქეს 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ახალი რეგულაცია არ ეხება მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.






Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა.
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად,
კორონავირუსი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 225 ადამიანი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4964 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა, აქედან სამეგრელო - ზემო სვანეთში მხოლოდ 4 დაფიქსირდა.
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაადასტურა.
საზოგადოება
10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 3 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 4 °C
img
მესტია -4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.