ახალი ამბები
სოხუმში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმმა საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გაახანგრძლივა, ამ რეჟიმით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. კერძოდ, 1 მაისიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეეხება საქალაქთაშორისოს, ის მხოლოდ აგრარული ბაზრების მუშაობის დღეებში იმოძრავებს, წერს "აფსადგილ ინფო".

ასევე, დღეიდან მუშაობა განაახლეს სილამაზის და კოსმეტოლოგიურმა სალონებმა. ამავე ცნობით, იმ დღეებში, როდესაც აგრარული ბაზრები დაკეტილია, ტანსაცმლის ბაზრობა იფუნქციონირებს.

აგრარული ბაზრების ნაწილი უფრო ადრე, 20 აპრილიდან გაიხსნა. ისინი კვირაში 3 დღე მუშაობენ. შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად მიიღო.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა.

ოპერატიული შტაბის მონაცემებით, რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 178 პირი გამოიკვლიეს.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 29 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 21 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.