ახალი ამბები
ტრაილერის მძღოლები ფოთში აქციას მართავენ
ფოთში, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, განმეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ. ისინი პრეტენზიებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ გამოთქვამენ.

,,როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სრაფი ტესტი საზღვარზე, მერე გვაძლევენ 72 საათს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას, კონტეინერის დაცლას, ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას. ამდენი რამე ვერ ესწრება, რადგან არის მანქანები ძვველი, ტერმინელებიც ძველია, ეს ტერმინელებიც ვერ ერევა ერთად მანქანებიც დაცალოს , ამას დაახლოებით 2 დღე სჭირდება, როდესაც წითელი ხიდიდან აქამდე მოძრაობ. 2 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდე საკარანტინე ზონაში , რომელიც მდებარეობს თბილისი, ანაკლია, ბათუმში. ამ დროს თუ რამე პრობლემა ჰქონდა მანქანას, ვერ ვაკეთებთ. საკარანტინე სივრციდან , რომ გამოდიხარ რეისი აღარ გხვდება და ვრჩებით ქუჩაში. ამის შემდეგ თუ რეისი გამოგვიჩნდა ახალი რეგულაციის თანახმად, ტესტის საფასურის გადახდა თვითონ მძღოლს უწევს. მოვითხოვთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე. 72 საათში ჩვენ ამდენი საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებთ, ამიტომ ეს მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წავალთ უბრალოდ რეისში და გადაზიდვები შეჩერდება. პრეტენზიები გვაქვს ასევე სახლემელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ. “- განმარტა ჟურნალისტებთან მძღოლმა გია გეგიძემ.

აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ და მათი მოთხოვნები ადგილზე მოისმინეს.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "- აღნიშნა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კილომეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კორონავირუსი
მესტიაში შსს-ს 3 თანამშრომელს, მათ შორის მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მესტიაში
პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ზე 500-მდე ნიმუშია
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.