რეგიონი
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში მგზავრობა არ გაძვირებულა (ვიდეო)
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მგზავრობა არ გაძვირებულა. მძღოლების თქმით, მათ თითო-ოროლა მგზავრი ჰყავთ, თუმცა მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მგზავრთა ნაკადი თანდათან მოიმატებს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

„თბილისის მიმართულებით ამ წუთს გავდივართ, სულ 4 მგზავრი მყავს, თუმცა ხალხს უნდა მოემსახურო, აბა რა ვქნათ? დღეს პირველი დღეა და მოლოდინიც არ გვქონდა უკეთესი, ვფიქრობ ყველაფერი თანდათან კალაპოტში ჩადგება“, - გვითხრა თბილისი-ზუგდიდის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა.

მარტვილიდან ზუგდიდში ერთი მგზავრი წამოიყვანა გულადი რუხაიამ და უკანა რეისზეც ერთი მოქალაქე მიჰყავს. ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს იცავს, აქვს სადეზინფექციო ხსნარი და პირბადის გარეშე მგზავრებსაც არ წაიყვანს.

„სამი თვე ვიყავით სახლში, დღეს გამოგვიშვეს. ერთი კაცი მოვიყვანე, ერთი მიმყავს, ვნახოთ რა იქნება მომავალში, შეიძლება სულ გავჩერდეთ, მაგრამ იმედი გვაქვს მგზავრები მალე გვეყოლება“, - ამბობს მძღოლი.

ინფორმაციისთვის,ზუგდიდიდან  თბილისში მგზავრობა 20 ლარი ღირს, ზუგდიდი- ბათუმი - 12 ლარი, ზუგდიდი - ქუთაისი - 8 ლარი.

დღეიდან მიკრო ავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვებია. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 24 მარტს დაწესდა.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ორგანიზაციამ „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ ახალი პროექტის -  "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” განხორციელება დაიწყო.
სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს დილის 7:00 საათიდან საღამოს 02:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველა მიმართულებით უფასო იქნება.
კორონავირუსი
ბოლო დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 555 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 145 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან 104 - სამეგრელო – ზემო სვანეთში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამეგრელოს კლინიკებში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოება
იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ნამატი დაუსუბსიდირდება მიზნობრივ ჯგუფებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
მთავრობა სათამაშო ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ფოთი 2 °C
img
მესტია -6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.