ახალი ამბები
ზუგდიდში გუშინ დაფიქსირებული კოვიდ19-ის ახალი შემთხვევის 7 კონტაქტი კარატნიში, ხოლო 22 - თვითიზოლაციაშია
ზუგდიდში გუშინ კოვიდდადასტურებულ პაციენტთან დაკავშირებული 22 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო 7 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სულ საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე იმყოფება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 42 პირია თვითიზოლაციაში (აქედან 22 გუშინ დადასტურებული სუსტად დადებითის). სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 877 პირზე.

ინფორმაციისთვის, გუშინ დადასტურებული ახალი შემთხვევის კვლევის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან. პაციენტის ანალიზის პასუხი გუშინ სუსტად დადებითი იყო. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი ეს მდგომარეობა შესაძლებელია იმაზე მიუთითებდეს, რომ მას ინფექცია უკვე გადატანილი აქვს და არ იმყოფება დაავადების მწვავე ფაზაში.

ამავე თემაზე:

რჩება შთაბეჭდილება, რომ პაციენტს გადატანილი აქვს კოვიდ19 - ნიკოლოზ ქარცივაძე ზუგდიდში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე

კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს სამძიმარი დისტანციურად უნდა მიეღო - ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 

ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ნათესავის სამძიმარზე იმყოფებოდა



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი ეწვია და "მაშავის" ცენტრის მხარდაჭერით, გინეკოლოგიური და ქირურგიული ხელსაწყოები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან,
დღეს ჭყონდიდელობაა - დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე. მარტვილში ეს დღე ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.
კორონავირუსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 236 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი 68 პირს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ზუგდიდში გამოვლენილი ახალი შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.