ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი 8 პირს დაუდგინდა, 1 მცირეწლოვანია - გუბერნია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, გამოკვლეული 437 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა. მისივე ცნობით, დაფიქსირებული ახლი შემთხვევებიდან 2 ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება, 1 ბავშვია, რომელიც დედასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და რუხის კლინიკაშია მოთავსებილი. ამასთან, კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა 2 აბაშელ ქალს, რომელიც ბათუმში მუშაობდა. მუნიციპალიტეტში მათი 8 კონტაქტია მოძიებულია და ეპიდკვლევა გრძელდება.

ასევე, კოვიდ-19 დაუდგინდა სენაკში დადასტურებული შემთხვევის ორ კონტაქტს და ფოთში 3 პირს, რომლებსაც ბათუმში ყოფნის ისტორია აქვთ.

ინფორმაციისთვის, რუხის საავადმყოფოში მოთავსებული 59 ინფიცირებულიდან 18 გამოჯანმრთელდა და მათ ბინაზე მალე გაწერენ.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
გადაცემის თემა - COVID-19 - ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.
კორონავირუსი
დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 87 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდგინდა, გუშინ, 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.