ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში შეზღუდვების ნაწილი ბრუნდება - სკოლებში კარანტინი არ იგეგმება
5 ოქტომბრიდან აფხაზეთში ისევ იგეგმება შეზღუდვების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამის განკარგულებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, იკრძალება მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება შენობაში. გამონაკლისი დაიშვება კულტურული დაწესებულებებისთვის, რომელთა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები: გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დარბაზებში მსხდომ სტუმრებს შორის უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია, შენობებს კი ყოველდღიურად ჩაუტარდეს დეზინფექცია. გარდა ამისა იკრძალება ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, ასევე რეკომენდებულია სამგლოვიარო და მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა ნებადართულია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, თუმცა აქაც რეკომენდებულია დაცვის საშუალებების გამოყენება.

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მოუწოდებს მოსახლეობას ყველა მსგავს ღონისძიებას ნიღბებით დაესწრონ. "განსაკუთრებით მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ შეუძინონ თავიანთ შვილებს ლამაზი ნიღბები და საკუთარ მაგალითზე უჩვენონ, რომ ნიღბების ტარება ყველგან არის საჭირო", - განაცხადა მან.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, განათლების სამინისტროს ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ერთად ევალება სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირადი დამცავი საშუალებებით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით უზრუნველყოფა. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულ ადამიანებში დაავადება შედარებით რთულად მიმდინარეობს, განათლების სამინისტროს დაევალა მოამზადონ დუბლიორი მასწავლებლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ასაკოვანი კოლეგების შეცვლას შეძლებენ.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ სკოლებში კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. სოხუმის განათლების განყოფილების უფროსის ასტანდა ტარკილის თქმით, ქალაქის სკოლებში რამდენიმე კლასი გადავიდა კარანტინში სესის რეკომენდაციით. "ასეთი სურათი გვაქვს მე- 10 საშუალო სკოლაში, ასევე მე - 4 საშუალო სკოლის მე-9 კლასი გადავიდა კარანტინში, ასე რომ, სადღაც 180 ბავშვია თვითიზოლაციაში გადასული დღესდღეობით სოხუმის მასშტაბით. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკეთესი სიტუაციაა“, - აღნიშნა ტარკილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც იზოლირებული ოთახები გაიხსნება, კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა განსათავსებლად. გარდა ამისა, უნდა დასრულდეს საორგანიზაციო - ტექნიკური ღონისძიებები, გუდაუთის საავადმყოფოსთვის ჟანგბადის ცენტრალიზებულად მიწოდების მიზნით. ჯანდაცვის სამინისტროს ევალება მოსახლეობის ინფორმირება გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის შესახებ. სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზური მედიცინა უახლესი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რამდენიმე ექიმი, რომელიც კოვიდ - 19 - ით დაინფიცირდა, იძულებული იყო მკურნალობის კურსი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გაევლო. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა. რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს არარაციონალური საკადრო პოლიტიკის შედეგია, ახალი კადრების მომზადების თვალსაზრისით. "ჩვენ გავგზავნით ჩვენს შვილებს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, თუმცა, მოდით ეს პროფილის გათვალისწინებით გავაკეთოთ, რადგან სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური სამსახურის მომავალი სპეციალისტები ძალიან ცოტა გვყავს, და ასეთი რაოდენობით არათუ პანდემიას და ეპიდემიას, დუნედ მიმდინარე ინფექციასაც კი ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას, მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ შეცვალოს სამედიცინო სპეციალისტების მომზადების პროფილი", - თქვა ანქვაბმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 825 შემთხვევა დადასტურდა, მათგან, გამოჯანმრთელებულია 236, გარდაცვლილია - 7 პაციენტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "კორონავირისის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში" სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ზუგდიდში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
კორონავირუსი
რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდადასტურებულ ორ პაციენტს, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ. საავადმყოფოს კლინიკური
კორონავირუსის შემთხვევების გამო ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში რეგიონის მასშტაბით გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.