ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებენ, დანარჩენი მოსწავლეები კი ონლაინ რეჟიმში.

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, პირველი ოქტომბრიდან, I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფიზიკურად საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს რუსთავს და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან სწავლა სკოლებში გაგრძელდება ყველა კლასში“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში კორონავირუსი 22 სექტემებრს ორ პირს დაუდგინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულია მათი 18 კონტაქტი. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დროისთვის სულ საქართველოში 4399 შემთხვევა გამოვლინდა.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისთვის ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის კორპუსის მშენებლობა იწყება.
კურაბიე შედედებული რძით, კურაბიე სეზონური ხილით და თაფლაკვერი - ამ ტკბილეულს სწარმოში „ჩემი ბებო“ ამზადებენ და ამისთვის მხოლოდ ნატრუალურ ინგრედიენტებს იყენებენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 495 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 144-ს კორონავირუსი დაუდასტურდა წერს "აბაზა ტვ", ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშიდან 69 -ზე დადებითი პასუხია.
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.