ახალი ამბები
ზუგდიდის პირველ სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სწავლა შესაძლოა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდეს
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ უთხრა. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გუშინ, გვიან ღამით შეიტყო.

"თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო ბავშვი როგორც ვიცი. გუშინ მოუვიდათ დადებითი პასუხი, დაახლოებით 11 საათზე, თუმცა მშობელი არ გამოცხადდა და ჩვენ ამის შესახებ გვიან დაგვაუწყა. მკაცრად ვიცავდით რეგულაციებს და ამის იმედი მაქვს. გარდა ამისა, ამ მოსწავლის კლასი არის ძირითადი შენობიდან განცალკევებით, მინიმალური კონტაქტი ჰქონდა სხვა ბავშვებთან. პედაგოგი ერთი შედიოდა და აღჭურვილი იყო როგორც ითვალისწინებს რეგულაცია. ფაქტობრივად, ხუთშაბათს და პარასკევს იარა ბავშვმა სკოლაში. ვისარგებლებ შემთხვევით, ვთხოვ ყველა მშობელს, რომელიც მოდის სკოლასთან - ერთმანეთთან დაიცვან დისტანცია, არ შემოვიდნენ სკოლაში, რაზეც შენიშვნა აღიზიანებთ ხშირად, ბავშვებს მისცენ თავისუფლად შემოსვლის შესაძლებლობა, რეკომენდაციების გათვალისწინებით", - ამბობს გოგინავა. 

საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ იციან გაგრძელდება თუ არა სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში და ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათივე თქმით, სასწავლო პროცესს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით დაგეგმავენ.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის.
დღეიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.
ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას. ღონისძიებას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია,
კორონავირუსი
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 451 ნიმუშებიდან 151 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 87 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშიდან 119-ზე დადებითი პასუხია.
27 ოქტომბერს დე ფაქტო რესპუბლიკაში 467 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 113-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.